მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Huawei-მ ჭკვიანი სათვალის, Vision Glass-ის გაყიდვა დაიწყო

63973d1cca77f
გიორგი არონია
13.12.22 00:30
992
ჩინეთის ერთ-ერთმა უდიდესმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Huawei-მ ჭკვიანი სათვალის, Vision Glass-ის გაყიდვა დაიწყო.

კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე  წერია, რომ მსგავსი ტიპის სხვა მოწყობილობისგან განსხვავებით, Huawei-ს ჭკვიანი სათვალე დამოუკიდებლად არ ფუნქციონირებს, ის სმარტფონს, პლანშეტს ან პერსონალურ კომპიუტერს უკავშირდება და ეკრანზე ის გამოაქვს, რაც სმარტფონის ეკრანზე ჩანს.

მიუხედავად იმისა, რომ Huawei-ს უახლესი ჭკვიანი სათვალე ფუნქციონალურად ნაკლებად მრავალფეროვანია, მისი დიზაინი მაინც საინტერესოა - სწორედ დიზაინია პირველი რამ, რაც მომხმარებელს თვალში ხვდება. ჩინური გიგანტის ჭკვიანი სათვალე ფუტურისტული მინიმალიზმის სტილში გადაწყვეტილ მზის სათვალეს წააგავს. ამასთანავე, ის მეტად თხელი და დახვეწილია - 21 მილიმეტრის სისქის ეს სათვალე 112 გრამს იწონის. თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ Huawei Vision Glass-ს მიოპიის კორექცია შეუძლია - ამგვარად, ჭკვიანი სათვალის ტარებას ის ადამიანებიც შეძლებენ, ვინც ოპტიკურ სათვალეს ატარებენ.

აღსანიშნავია, რომ Huawei-ის უახლესი ჭკვიანი სათვალე საინტერესოა ტექნოლოგიურადაც: მოწყობილობას ორი დამოუკიდებელი მიკრო OLED-დისპლეი აქვს, რომლებიც FHD-გარჩევადობის და 480-ნიტიანი პიკური სიკაშკაშის გამომუშავება შეუძლია. ცხადია, აღნიშნული მახასიათებლების პოტენციური უარყოფითი ზეგავლენის შესახებ იციან Huawei-შიც, რის გამოც, აღნიშნულ სათვალეს TUV Rheinland-ის ცისფერი გამოსხივებისგან დაცვის სერტიფიკატი აქვს მინიჭებული. ამასთანავე, მომხმარებლებს სიკაშკაშის სხვადასხვა დონეების განსაზღვრა სურვილისამებრ შეუძლიათ. საინტერესოა ისიც, რომ მოწყობილობა 120-დუიმიანი ვირტუალურ ეკრანს ირეკლავს, რაც მომხმარებლებს იმერსიულ გამოცდილებას სთავაზობს.

Huawei-ის უახლესი ჭკვიანი სათვალის დიზაინში გათვალისწინებულია მოქნილი აუდიო სისტემაც - მოწყობილობის კორპუსში მაღალი ამპლიტუდის მქონე ორი 128-მილიმეტრიანი დინამიკი არის ჩაშენებული. აღსანიშნავია, რომ Huawei Vision Glass-ის წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია - მოწყობილობა 2999 ჩინური იუანი, ანუ დაახლოებით $431 ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები