აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში ევროპაში ჯამში 3 მილიარდი მ³ აზერბაიჯანული გაზი გაყიდეს, 2.3 მილიარდი მ³ თურქეთში გაიყიდა, 0.7 მლნ მ³ კი საქართველოში.
2022 წელს აზერბაიჯანმა ევროკავშირთან გაზის მიწოდების გაორმაგებაზე შეთანხმება დადო და ვალდებულება აიღო 2027 წლამდე ევროპაში გაზი გაყიდვების მოცულობა 20 მ³-მდე გაზარდოს. მას შემდეგ აზერბაიჯანული გაზის მოცულობა ევროკავშირში ყოველწლიურად მზარდია და შარშან თითქმის 13 მილიარდი მ³ მიაღწია.
Eurostat-ის ინფორმაციით, 2024 წელს აზერბაიჯანის წილი ევროკავშირის ბუნებრივი გაზის იმპორტში 7% იყო. აზერბაიჯანმა ევროპისთვის გაზის მიწოდება 2020 წელს TANAP-ის გაზსადენის გახსნის შემდეგ დაიწყო. 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის გაზის ჯამური ექსპორტი 6 მილიარდი მ³ იყო.