მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა

IT სექტორი პროგრამირება კომპიუტერი

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, პირველ კვარტალში IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 147.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით, ანუ 54 მილიონი დოლარით ნაკლებია.

2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 784 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ სექტორის რეკორდულად დიდი შემოსავალი იყო.

IT სექტორის შემოსავლების მატება პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდება, რადგანაც საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი სპეციალისტი გადმოვიდა, შესაბამისად, მათი საქმიანობაც ამჟამად საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლება. თუკი 2021 წლის ბოლოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში 30.6 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს 2022 წელს ჯერ 39 ათასამდე გაიზარდა, 2023 წლის ბოლოს კი 47 ათასს მიაღწია. თუმცა 2024 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 0.6 ათასით, 46.3 ათასამდე შემცირდა.

იმ შემთხვევაში თუკი საქართველოდან ამ კომპიუტერული სერვისების სფეროში დასაქმებულთა მიგრაცია მოხდება, მაშინ IT სექტორის შემოსავლებიც შემცირდება.

კომუნიკაციების სექტორი
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები