2024 წლის 10 თვეში საქართველოში კომპიუტერების სასერვერო ბლოკების იმპორტის მოცულობა გაათმაგდა და $113.5 მილიონ დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობა $13.8 მილიონ დოლარს შეადგენდა.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, კომპიუტერების ბლოკების იმპორტის ეს მოცულობა რეკორდულია.
BMG მიმართავს საქსტატს იმის დასაზუსტებლად, თუ რომელმა კომპანიებმა განახორციელეს წელს საქართველოში ამ საქონლის იმპორტი და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. სტატისტიკის თანახმად კი, ბლოკების უდიდესი ნაწილი (98.6 მილიონი დოლარის საქონელი) საქართველოში ჰონკონგიდან შემოვიდა, ხოლო მეორე ადგილზე $6 მილიონით ნიდერლანდებია.
წლების მიხედვით, კომპიუტერების სერვერების იმპორტი ასე ნაწილდება (წარმოდგენილია იანვარ-ოქტომბრის მონაცემები):
წელი (იანვარ-ოქტომბერი) | იმპორტის მოცულობა მლნ დოლარი |
2024 წელი | $113.5 მლნ; |
2023 წელი | $14 მლნ; |
2022 წელი | $45 მლნ; |
2021 წელი | $56 მლნ; |
2020 წელი | $8 მლნ; |
2019 წელი | $12 მლნ; |
2018 წელი | $32 მლნ; |
2017 წელი | $19 მლნ; |
2016 წელი | $11 მლნ; |
2015 წელი | $9 მლნ; |
2014 წელი | $11 მლნ. |
აღნიშნული სისტემური ბლოკები შესაძლებელია წარმოადგენდნენ როგორც ზოგადი დანიშნულების, ასევე კრიპტოვალუტების მაინინგისთვის დაკავშირებულ ბლოკებს.