მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მთავრობამ კავკასიურ რესპუბლიკებში კრიპტომაინინგი აკრძალა

პუტინი / ბიტკოინი

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კრიპტოვალუტების მაინინგი 6 წლით აიკრძალება ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე რესპუბლიკებსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინულ მიწებზე. ჩამონათვალი ვხედავთ, როგორც დაღესტანს, ინგუშეთს, ყაბარდო-ბალყარეთს, ყარაჩაი-ჩერქეზეთს, ჩრდილოეთ ოსეთს და ჩეჩნეთს, ასევე დონეცკის, ლუგანსკს, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებს. მთავრობის განკარგულება უკვე გამოიცა, ხოლო აკრძალვა ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და 2031 წლის 15 მარტამდე იმოქმედებს.

თუკი ეს შეზღუდვა მუდმივია, კრიპტოვალუტების მოპოვება ასევე აიკრძალება რამდენიმე სხვა რეგიონში, მაგრამ იქ ეს სანქცია დროებითია და ენერგომოხმარების პიკურ პერიოდს ემთხვევა. ირკუტსკის ოლქში, ბურიატიაში და ზაბაიკალიეს მხარეში მაინინგი ჯერ 1-ელი იანვრიდან 15 მარტამდე აიკრძალება, მოგვიანებით კი შეზღუდვა ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და კრიპტოვალუტების გამომუშავება 15 ნოემბრიდან 15 მარტამდე არ იქნება დაშვებული. როგორც რუსეთის მთავრობაში ამბობენ, ტერიტორიული ერთეულების ჩამონათვალი საბოლოო არ არის, ანუ იმ ოლქების ჩამონათვალი, სადაც კრიპტოვალუტების მაინინგი აკრძალულია, შესაძლოა, გაფართოვდეს.

თავად ეს გადაწყვეტილება კი, რუსეთში არსებული ელექტროენერგიის წონასწორობის შენარჩუნებას გულისხმობს. მაინინგი, როგორც ცნობილია, ენერგოტევადი პროცესია, რომელიც, როგორც წესი, მასშტაბურად ხორციელდება, რაც კონკრეტულ რეგიონებში ენერგომოთხოვნას ზრდის. სხვადასხვა მონაცემებით, კრიპტოვალუტების მაინერები რუსეთში ყოველწლიურად 16 მილიარდ კილოვატ-საათ ენერგიას მოიხმარენ, რაც ქვეყნის ჯამური ენერგომოხმარების 1.5%-ია. კრიპტომაინერების გააქტიურება კრიპტოვალუტების რეკორდულ გაძვირებას უკავშირდება, რადგან მაინინგი მხოლოდ მაშინაა მოგებიანი, როცა ბიტკოინი და სხვა ძირითადი ვალუტები კონკრეტული ფასის მაღლა ივაჭრება.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ კრიპტოვალუტების მაინინგი რუსეთში დაშვებული და რეგულირებული საქმიანობაა, რომელიც ვლადიმირ პუტინმა საკანონმდებლო დონეზე მიმდინარე წლის აგვისტოში დაუშვა. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციაზე გლობალური კრიპტომაინინგის დაახლოებით 5% მოდის, ამ ბიზნესის რეგულირების გზით, რუსეთის პრეზიდენტს ომში მყოფი ქვეყნის ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავლის მობილიზება სურს, რომელიც თანხობრივად წლიურად $2 მილიარდზე არის პროგნოზირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები