“იაგოს ღვინოს" 2020 წელთან შედარებით იაპონიაში ლოგისტიკის ხარჯი 50%-ით გაეზარდა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი აღნიშნავს, თუ 2020 წელს გადაზიდვის ხარჯი 4000 ევრო იყო, ახლა 6000-6200 ევროა. ლოგისტიკის ხარჯის გაძვირების მიზეზი კი საერთაშორისო ბაზრებზე პანდემიით გამოწვეული შეფერხებებია.
“ფასების გაიაფებას არ ველოდებით, თუმცა ბაზარი მეტ-ნაკლებად უნდა დასტაბილურდეს. ფასების ზრდის გარდა გვაწუხებს ისიც, რომ კონტეინერებიც დეფიციტურია. კონტეინერების დეფიციტურობა კი განსაკუთრებული პრობლემაა მცირე ბიზნესებისთვის. ლოგისტიკის პრობლემები 2021 წლიდან გაჩნდა.
ჩინეთიდან ექსპორტის გაზრდამ სატრანსპორტო კომპანიების გადატვირთვა გამოიწვია, რაც პრობლემებს სხვა ბაზრებსაც უქმნის, ყველაფერი დროში იწელება. იაპონიის ბაზრისთვის საექსპორტოდ ღვინოს ვამზადებდით და დაახლოებით თვენახევარი გაგზავნის პროცესი გაგვეწელა, იქით კვირაში ღვინის ექსპორტზე გატანას უკვე შევძლებთ.” - განაცხადა ბიტარიშვილმა.
ცნობისთვის, “იაგოს ღვინო” ექსპორტზე იაპონიაში, ამერიკაში და ევროპაში გადის.