2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2019 წელთან შედარებით ტურიზმი 51.5%-ით აღდგა - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების მიერ აგვისტოს თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარი-აგვისტოში ქვეყანაში 3 256 370 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +208.9%-ია. 2019 წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 51.5 %-ს შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმი პანდემიამდელი წლის ამ პერიოდის მაჩვენებელს 48.5%-ით ჩამორჩება.
„2022 წლის 8 თვეში საქართველოში 2,251,978 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით ზრდა +155%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 65.3%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნია, რომ 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 912 041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით +195.5%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.1 %-ს შეადგენს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
2022 წლის აგვისტოში საქართველოში 582 995 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +135.8%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 77.4 %-ს შეადგენს.




























