მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთიდან ვიზიტები 64%-ით გაიზარდა

ინდოელი ტურისტები

2024 წლის პირველ ნახევარში ინდოეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები 64.3%-ით გაიზარდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარ-ივნისში ინდოეთი, 57 747 ვიზიტით, მერვე უმსხვილესი ქვეყანაა. საგულისხმოა, რომ მხოლოდ მეორე კვარტალში ინდოეთიდან ვიზიტები წლიურად 78.6%-ით გაიზარდა და 37 102 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ინდოელი ტურისტები საქართველოში დაცული ტერიტორიების მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. PMC კვლევითი ცენტრის ტურიზმის კვარტალური მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს დაცული ტერიტორიებზე საერთაშორისო ვიზიტორების 28% ინდოეთიდან იყო.

ინდოეთი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელსაც ტურიზმის ინდუსტრია პერსპექტიულად აფასებს და ზრდის პოტენციას ხედავს, თუმცა საგულისხმოა, რომ ინდოელი ტურისტებისთვის გამოწვევას წარმოადგენს ციფრული ვიზების მიღება. ტურისტული კომპანიების ნაწილი BMG-სთან აღნიშნავს, რომ ინდოეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმის ლოგიკური მიზეზი არ არსებობს, გასაჩივრების შემდეგ კი, განხილვის ვადა 30 დღეა.

ამასთან, საქართველოსა და ინდოეთს შორის გააქტიურდა პირდაპირი ფრენები. გასულ წელს საქართველოში ინდოეთის მსხვილმა ავიაკომპანია Indigo-მ დაიწყო ოპერირება, რომელიც 2024 წლის 6 აგვისტოდან, ნიუ-დელი თბილისი თბილისი ნიუ-დელის მიმართულებით, ყოველ დღე იფრენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები