მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-მაისის პერიოდში საავტომობილო ზეთების იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთის კი - შემცირდა

648847704e7d9
BM.GE
13.06.23 14:39
564
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 8,93 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,74 ათასი ტონით ანუ 9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (8,19 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 1,97 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 1,72 ათასი ტონა (19,3%); გერმანია - 1,04 ათასი ტონა (11,6%), აზერბაიჯანი - 0,54 ათასი ტონა (6%); და სხვ.

2023 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 45.9 ათასი ტონა, რაც 1.1 ათასი ტონით ანუ 2.3%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (47 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 51,2% (23,5 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 20,5% (9,4 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 19,2% (8,8 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 9,1% (4,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები