აზერბაიჯანული სააგენტო Report წერს, რომ იანვარ-მაისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით (BTC) 10.5 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც წლიურად 9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. სააგენტოს ცნობითვე, მილსადენით გადაზიდული ნავთობის 82% აზერბაიჯანული იყო, დანარჩენი კი თურქმენული და ყაზახური [დაახლოებით 2 მლნ ტონა].
ამასთან, მიმდინარე წლის 5 თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობა 10%-ით შემცირდა, ხოლო თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებულის მოცულობამ 4%-ით იკლო.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად BTC-ით ძირითადად აზერბაიჯანის აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის (ACG) საბადოებიდან მოპოვებული ნავთობისა და „შახ-დენიზის“ საბადოდან მიღებული კონდენსატის ტრანსპორტირება ხდება. გარდა ამისა, BTC-ის საშუალებით თურქმენული და ყაზახური ნავთობიც გადაიზიდება.
დღეის მდგომარეობით, BTC-ის აქციონერები არიან: Bp (30.10%), SOCAR (32.97%), MOL (8.90%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), ONGCVidesh (3.10%), ExxonMobil (2.50%) and INPEX (2.50%).




























