მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენით გადაზიდული ნავთობი თითქმის 8%-ით შემცირდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
კერძოდ, 2026 წლის იანვარ-თებერვალში BTC-ის მილსადენით თითქმის 30,943 მილიონი ბარელი (4 მლნ ტონა) ნავთობი გადაიტანეს, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,675 მილიონი ბარელით, ანუ 7,9%-ით ნაკლებია.
მხოლოდ თებერვალში მილსადენმა 14,818 მილიონი ბარელი (დაახლოებით 2 მლნ ტონა) გაატარა, რაც 2025 წლის თებერვალთან შედარებით 7,6%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, 2025 წელს BTC მილსადენით სულ 27.2 მლნ ტონა ნავთობი გადაიტანეს.
BTC-ით გადაზიდული ნავთობის მოცულობა ბოლო ხუთ წელში:
- 2021 წელი - 26.4 მლნ ტონა;
- 2022 წელი - 29.8 მლნ ტონა;
- 2023 წელი - 30.2 მლნ ტონა;
- 2024 წელი - 29.5 მლნ ტონა;
- 2025 წელი - 27.2 მლნ ტონა;
ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოდან ნედლი ნავთობი, შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატი, ასევე თურქმენეთისა და ყაზახეთის ნავთობი გადაიზიდება.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მსხვილი აქციონერები არიან: bp (30%), SOCAR (25%), MOL (8.9%), Equinor (8.7%). მილსადენი სათავეს იღებს ბაქოს სანგაჩალის ტერმინალიდან, გადის საქართველოს ტერიტორიაზე 6 მუნიციპალიტეტში და სრულდება ჯეიჰანის საზღვაო პორტთან თურქეთში.




























