მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში 3.9 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა - მატება 9.5%-ია

ფინანსთა სამინისტრო ფასადი

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ დღეს 2025 წლის იანვარ-თებერვლის საგადასახადო შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 3.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.5%-ით, ანუ 337 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის ანგარიშის თანახმად, ამ 3.9 მილიარდი ლარიდან 3.46 მილიარდი ლარი შევიდა ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში მობილიზებული თანხა 437 მილიონი ლარი იყო.

ამასთან, შეიცვალა დინამიკა. თუკი იანვარში დღგ-ს შემოსავალი 0.8%-ით იყო შემცირებული და 806 მილიონ ლარს შეადგენდა, იანვარ-თებერვლის ჯამური მაჩვენებელი უკვე გაზრდილია. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სტატისტიკა ასე ნაწილდება:

  • დღგ - 1.58 მილიარდი ლარი, წლიური ზრდა 5.4%;
  • საშემოსავლო გადასახადი - 1.37 მილიარდი ლარი, წლიური ზრდა 15%;
  • მოგების გადასახადი - 397 მილიონი ლარი, წლიური ზრდა 12.2%;
  • აქციზის გადასახადი - 258 მილიონი ლარი, წლიური კლება 22.5%.

ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან შესული თანხის კლება სავარაუდოდ დაკავშირებულია თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაძვირებასთან, რის გამოც თამბაქოს იმპორტიორმა კომპანიებმა 1 იანვრამდე რამდენიმე თვის მსხვილი მარაგები გააკეთეს, რათა აქციზის მატებისგან დროებით დაეზღვიათ თავი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები