მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-თებერვალში კვერცხის იმპორტი შემცირდა, ექსპორტი კი გაიზარდა

კოდა კვერცხი

იანვარ-თებერვალში საქართველოში უცხოეთიდან 981.32 ათასი აშშ დოლარის 3,6 მლნ ცალი კვერცხის იმპორტი განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (1 029.35 ათასი დოლარის 12,2 მლნ ცალი) მნიშვნელოვნად ნაკლებია რაოდენობის თვალსაზრისით, ხოლო 2022 წლის მაჩვენებელზე (661.04 ათასი დოლარის 2,2 მლნ ცალი) მეტი.

საქართველოსთვის კვერცხის ძირითადი საიმპორტო ქვეყანა თურქეთია, საიდანაც მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 650.18 ათასი აშშ დოლარის კვერცხი შემოვიდა. შემდეგ მოდის ჩეხეთი - 328.48 ათასი დოლარით, ხოლო უმნიშვნელო რაოდენობით (2.66 ათასი დოლარის) კვერცხი წელს საფრანგეთში ვიყიდეთ.

გასულ წლებშიც მთავარი საიმპორტო ქვეყნები თურქეთი და ჩეხეთი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოში კვერცხის იმპორტის რეკორდი დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანამ 7,361.08 ათასი დოლარის 62,2 მლნ ცალი კვერცხის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2022 წელს - 5,834.37 ათასი დოლარის 36,5 მლნ ცალი კვერცხი ვიყიდეთ, 2021 წელს კი - 1,218.23 ათასი დოლარის 17,1 მლნ ცალი.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან 2024 წლის პირველ ორ თვეში 2,3 მლნ ცალი კვერცხი გავიდა ექსპორტზე, რომლის საერთო ღირებულებამ 836.58 ათასი დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის რიცხვებს აჭარბებს, ვინაიდან გასული წლის იანვარ-თებერვალში 806 000 ცალი კვერცხის ექსპორტი განხორციელდა (305.70 ათასი დოლარი). საექსპორტო ქვეყნები სომხეთი და აზერბაიჯანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები