2026 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 282 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.6%-ით გაიზარდა.
ქვეყნების მიხედვით 53 მილიონი დოლარით პირველი ადგილი იტალიამ დაიკავა, რომელიც გასული თვეების განმავლობაში აშშ-ის შემდეგ მეორე პოზიციას იკავებდა. აშშ-დან გადმორიცხული თანხის ოდენობა 52 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 10%-ით გაიზარდა, რუსეთი კი 33.5 მილიონი დოლარით მესამე პოზიციას იკავებს, ამასთან რუსეთიდან გზავნილები 32%-ით გაიზარდა.
2026 წლის იანვრის მდგომარეობით ფულადი გზავნილები ასე ნაწილდება:
| # | ქვეყანა | მლნ დოლარი | ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
| 1 | იტალია | 53.18 | 15% |
| 2 | აშშ | 52.04 | 10% |
| 3 | რუსეთის ფედერაცია | 33.51 | 32% |
| 4 | ისრაელი | 24.66 | 16% |
| 5 | გერმანია | 24.11 | 25% |
| 6 | საბერძნეთი | 22.4 | 18% |
| 7 | თურქეთი | 9.53 | 26% |
| 8 | ესპანეთი | 7.4 | 40% |
| 9 | საფრანგეთი | 5.34 | 20% |
| 10 | ყაზახეთი | 5.21 | 10% |




























