საქსტატმა დღეს 2020 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიხედვით, "იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $882.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $262.6 მილიონი დოლარი იყო (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $619.7 მილიონი დოლარი (3.9 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარში 357.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 % შეადგინა,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
საქსტატის მონაცემები მხოლოდ წინასწარ მაჩვენებლებს მოიცავს, შესაბამისად ამ დროისთვის უცნობია თუ რომელი საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა მთლიანი იმპორტის მოცულობის 5.7%-იანი ზრდა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის განმავლობაში ყოველთვიურად, იმპორტი ჯამურად 0.7%-ით შემცირდა.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოქვეყნდება.