2025 წლის იანვარში საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე აქტივობა არ ყოფილა. საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის მონაცემებით, იანვრის მდგომარეობით ქართული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა თითქმის 2.1 მილიარდი ლარია.
აქედან დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარი დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებზე მოდის, ხოლო 675 მილიონი ლარი ლარში დენომინირებულ ემისიებზე. წინა წლების მსგავსად, ობლიგაციების ბაზარი კვლავ ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ზრდა 31%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ წელიწადში ემიტენტების მხრიდან გაიზარდა ინტერესი ევროში დენომინირებული ობლიგაციების მიმართ, რის შედეგადაც 2024 წლის მდგომარეობით 128 მლნ ლარის მოცულობის ევროში დენომინირებული ობლიგაციები იქნა გამოშვებული.
სექტორების მიხედვით, იანვრის მდგომარეობით ყველაზე მეტი ემისია საფინანსო (19%); ავტო (19%) და ენერგეტიკის სექტორებში (14%) იყო. რაც შეეხება კომპანიებს, 2024 წელს მსხვილი ემიტენტები იყვნენ Tegeta Motors-ი; Nikora Trade-ი და MFO MBC-ი.