მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი 2.7 მლრდ ლარამდეა გაზრდილი

ბირჟა

წელს 9 თვის მონაცემებით, ქართული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა 2.7 მლრდ ლარია. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, აქედან დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარი დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებზე მოდის, 1.1 მილიარდი ლარი ლარის ემისიებია, ხოლო ევროში დენომინირებულ ობლიგაციების ზომა მხოლოდ 121 მლნ ლარია.

ობლიგაცია სავალო ფასიანი ქაღალდია. ემიტენტი გამოსცემს ობლიგაციას, რათა მიიღოს თანხა ინვესტორებისგან, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაასესხონ ფული გარკვეული დროის პერიოდით.

როდესაც ინვესტორი ყიდულობს ობლიგაციას, ის ფულს ასესხებს ობლიგაციის გამომშვებ პირს, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო, საფინანსო ინსტიტუტი ან კორპორაცია. სანაცვლოდ, ინვესტორის წინაშე ემიტენტი ვალდებულია, გაისტუმროს ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულება, რომელთა ანაზღაურებაც უნდა მოხდეს ობლიგაციის დაფარვის ვადის ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები