მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საპენსიო ფონდის ზომა ₾300 მილიონით გაიზარდა

ფული ლარი

საქართველოს საპენსიო ფონდმა 2026 წლის იანვრის მდგომარეობით საპენსიო ფონდის აქტივების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფონდის ზომა გასულ თვეში 300 მილიონი ლარით გაიზარდა.

თანხის უდიდესი ნაწილი - 8.4 მილიარდი ლარი განთავსებულია კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში, ხოლო 100 მილიონი ლარი არის განთავსებული დინამიურ და დაბალანსებულ საინვესტიციო პორტფელებში.

მთლიანობაში სისტემის მონაწილეა 1.5 მილიონი ადამიანი, რომელთა საშუალო დანაზოგიც 5,600 ლარს შეადგენს.

"2026 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 27,643 - მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 129,544,402.18 ლარი. იანვრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია,"- ნათქვამია საპენსიო ფონდის ყოველთვიურ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები