მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარში საქართველოში დენის იმპორტი 335 მლნ კვტ.სთ-მდე გაიზარდა, ძირითადი მომწოდებელი კვლავ რუსეთია

ელექტროენერგია

თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებული იყო 335 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია. წლიური ზრდა 109%-ია. იმპორტის 57% რუსეთიდან იყო, 43% - აზერბაიჯანიდან. იანვარში დენის იმპორტში ქვეყანამ ჯამში 8.7 მლნ დოლარი დახარჯა.

შარშან ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 55%-ით გაიზარდა 1.3 ტვტ.სთ-მდე. იმპორტირებულ ელექტროენერგიის თითქმის 80% რუსეთიდან განხორციელდა, რომლის 43% აფხაზეთის მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. ჯამურად, 2024 წელს იმპორტულ ელექტროენერგიაში გადახდილმა თანხამ 23.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საშუალოდ კვტ.სთ-ზე 1.9 ცენტია. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის რეგიონისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად, კვტ.სთ-ზე 0.1 ცენტად ხორციელდება, რაც იმპორტის საშუალო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები