2026 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა და 325 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - ასეთია Galt & Taggart-ის შეფასება, რომელი საინვესტიციო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ყოველკვირეულ მიმოხილვაში გამოაქვეყნა.
"ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 5.0 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს", - აღნიშნულია მიმოხილვაში.



























