2024 წლის იანვარში თურქული ავეჯის, ქაღალდისა და ხის ნაწარმის ექსპორტი საქართველოში 11.3%-ით გაიზარდა და 15.1 მლნ დოლარი შეადგინა. წერენ თურქული გამოცემები თურქეთის ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით.
უწყების ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის იანვრამდე თურქეთმა ექსპორტზე 8 მილიარდი დოლარის ღირებულების ავეჯი, ქაღალდი და ხის ნაწარმი გაიტანა. 2023 წელს ჯამურად ამ დასახელების საქონლის ექსპორტი 8%-ით 12.4 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. მხოლოდ 2023 წლის დეკემბერში თურქეთმა ავეჯის, ქაღალდისა და ხის ნაწარმის ექსპორტით 1.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 1.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.