მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი ისრაელში ექსპორტზე შეზღუდვებს აწესებს, მიზეზი - ომია

ისრაელი - თურქეთი

მას შემდეგ, რაც ისრაელის ხელისუფლებამ ღაზის სექტორში თავისუფალი საჰაერო კორიდორის გამოცხადებაზე უარი განაცხადა, თურქეთიდან ისრაელში გარკვეული პროდუქტების ექსპორტი შეიზღუდება.

თურქეთის ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, თურქეთიდან ისრაელში 54 დასახელების პროდუქტის ექსპორტი აიკრძალება, მათ შორისაა რკინისა და ფოლადის პროდუქტები, საავიაციო საწვავი, სამშენებლო მასალა და მძიმე ტექნიკა, ცემენტი, გრანიტი, ქიმიკატები, პესტიციდები და აგური.

თურქეთის ამ გადაწყვეტილებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი გამოეხმაურა, რომლის შეფასებით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქი ხალხის ეკონომიკური ინტერესები ღაზაში ჰამასის მხარდამჭერების ინტერესებს შესწირა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რომ თურქეთის ეკონომიკა დააზარალოს, პროდუქტების იმპორტი აკრძალოს და ამერიკულ ორგანიზაციებს თურქეთში ინვესტიციების განხორციელების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიაღებინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები