რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მონაცემები, რაც იქნება ორნიშნა ზრდასთან ძალიან ახლოს და თებერვალშიც ველოდებით ანალოგიურ მაღალ ზრდას, - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„იანვარში გაქვს კარგი მონაცემები, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტთან მდგარ ადამიანებს ჰქონდათ დავალება, რაღაცნაირად შეეფერხებინათ ეკონომიკის განვითარება, მათ ეს გარკვეულწილად მოახერხეს დეკემბერში, თუმცა ვერ შეძლეს იანვარში. იანვარი ჩვენ ჩავხურეთ ძალიან კარგი მონაცემებით. რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მონაცემები, რაც იქნება ორნიშნა ზრდასთან ძალიან ახლოს და თებერვალშიც ველოდებით ანალოგიურ მაღალ ზრდას. ასე გაგრძელდება ეს პროცესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























