პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიუჯეტში 2024 წელს შემოდის 10 მლრდ-ით მეტი, ვიდრე შემოდიოდა 4 წლის წინ და ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 40 მლრდ ლარით. ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტში 2024 წელს შემოდის 10 მლრდ-ით მეტი, ვიდრე შემოდიოდა 4 წლის წინ და ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ამის შედეგად უმუშევრობა არის მინიმალურ დონეზე და 680 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე. მთავარია, ასე გავაგრძელოთ და ამის მთავარი პირობა არის, მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, და ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ ურო მაღალი მაჩვენებელი გვქონდეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ვიდრე გვქონდა წინა ოთხი წლის განმავლობაში. გასულ 4 წელიწადში 40 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა და გვაქვს ამბიცია, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომდევნო ოთხ წელიწადში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.