მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველ რიგში, გირჩევთ, აიყვანოთ მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში - რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძეს

რომან გოცირიძე

პირველ რიგში, გირჩევთ, აიყვანოთ მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში - ასე მიმართა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, მთავრობამ ნომინალური და რეალური მშპ-ს ერთმანეთისგან გარჩევა უნდა ისწავლოს.

„ბატონო ირაკლი, პირველ რიგში, გირჩევთ აიყვანოთ მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ნუ გაიმეორებთ იმ სასაცილო რიცხვებს, რასაც თქვენი წინამორბედი პრემიერი ყვებოდა, როდესაც ამბობდა, თუ როგორ გაიზარდა ქვეყანაში ეკონომიკა ორჯერ და სამჯერ. უნდა ისწავლოთ ნომინალური და რეალური მშპ-ს ერთმანეთისგან გარჩევა, რეალური არის ის, რაც კორექტირდება ინფლაციით, რომელსაც დეფლატორი ჰქვია. 2021 -2022 წლებში დეფლატორი იყო 10.3% და 9.1%-ით. ამით უნდა შეამციროთ, ამიტომ ნუ ამბობთ ამ რიცხვებს“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

დეპუტატის თქმით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 2020 წელთან შედარება სასაცილოა.

„11 წელია "ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში. თქვენ ქვეყანას ჰპირდებოდით აღორძინებასა და ეკონომიკურ ზრდას, 11 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 4.4%-ით. წინა ხელისუფლებას რომ ლანძღავთ, იმ ხელისუფლების დროს საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 1.4-ჯერ მეტი - 6.1%. არასდროს არ ყოფილა საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გარდა 2022 წლისა. ძალიან სასაცილოა, როცა 2021 წელს ადარებთ 2020 წელს, პანდემიის წელს, როდესაც ეკონომიკა დაეცა 6.8%-ით და დაცემულთან შედარებით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მიიღეთ და ამაყობთ, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდაო. რაც შეეხება 2022 წელს, ვიცით, რომ რუსეთის და ომის ფაქტორი იყო და რუსეთის ასი ათასი მოქალაქის შემოსვლის, როდესაც ზრდის ნაღები ქართული ოცნების ელიტამ და შემოსულმა ადამიანებმა მიიღეს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე მთავრობის შემადგენლობასთან ერთად სხდომაზე სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ხაზი საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს გაუსვა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების მიღწევების შესანარჩუნებლად მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები