მიმდინარე წელს იაპონიის მთავრობა ჩიპების ინდუსტრიის გაძლიერების მცდელობის მხარდასაჭერად 1,99 ტრილიონ იენს (13 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფს - ამის შესახებ ინფორმაციას Yahoo Finance ავრცელებს.
იაპონია ჩიპების დამზადების ერთ-ერთი პიონერი იყო, თუმცა ქვეყანამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩიპების წარმოებაში ლიდერის პოზიციები თანდათანობით დაკარგა.
გავრცელებული ინფორმაციით, თანხები, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება ტაივანის ჩიპების მწარმოებლის TSMC-ისა და ჩიპების საწარმოს Rapidus-ის მხარდასაჭერადაც.
მსოფლიოს ქვეყნები აქტიურად მუშაობენ, რათა ჩიპების მიწოდების ჯაჭვზე კონტროლი გააძლიერონ, აღნიშნული ნახევარგამტარები აუცილებელია ელექტრონიკის, საავტომობილო და თავდაცვის ინდუსტრიებისთვის.