მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონური აქციები აგვისტოს დასაწყისში $1.1 ტრილიონის დანაკარგს შეეჩეხა, რაც სამდღიანი ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია - მიმოხილვა

სს

იაპონური აქციები აგვისტოს დასაწყისში $1.1 ტრილიონის დანაკარგს შეეჩეხა, რაც სამდღიანი ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია - ამის შესახებ ყოველკვირეულ კვლევას TBC Capital-ი ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, ივნისის ბოლოს შემდეგ, Topix-ის ინდექსი 12%-ით შემცირდა, ნახევარგამტარებთან დაკავშირებული აქციები 25%-ით ჩავარდა, ხოლო ბანკების აქციები, რომლებიც საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინებზე გაიზარდა, 16%-ით დაეცა.

იაპონიის ბანკის მოულოდნელი საპროცენტო განაკვეთის ზრდამ გასულ თვეს ბევრი ინვესტორი მოულოდნელად შეაცბუნა, რამაც გაყიდვების დაწყება გამოიწვია.

თუმცა, მას შემდეგ ცენტრალურმა ბანკმა დაარწმუნა ინვესტორები, რომ ის ფულადსაკრედიტო პოლიტიკას ძალიან სწრაფად არ გამკაცრებს, რაც დაეხმარა იენის სტაბილიზაციას და ბაზრის დამატებითი არეულობის შეშფოთების შემცირებას

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები