მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონურმა საპენსიო ფონდმა კრიპტოაქტივებში ინვესტირება გადაწყვიტა

jpn

იაპონურმა საპენსიო ფონდმა Nationwide Business Pension Fund-მა კრიპტოაქტივებში ინვესტირების გეგმა წარადგინა. Nikkei-ის ინფორმაციით, ფონდი, რომელიც 1200-მდე ბიზნესს ემსახურება, საკუთარი აქტივების დაახლოებით 1%-ს ციფრულ ვალუტებში განათავსებს.

არსებული ინფორმაციით, დასახელებული ორგანიზაცია $130 მილიონს მართავს, შესაბამისად, კრიპტობაზარზე მიმართული ინვესტიციის მოცულობა $1.3 მილიონს შეადგენს. ფონდი კაპიტალს მსხვილი ჰეჯ-ფონდის მიერ მართულ პასიურ ფონდში დააბანდებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორგანიზაციის მიმდინარე პორტფელი კონსერვატიული სტრუქტურის არის და კაპიტალის 80%-ს იენში, 15%-ს დოლარში, ხოლო 5%-ს სხვა ვალუტებში აბანდებს.

რაც შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს, იაპონიის ხელისუფლება ციფრული აქტივების ტრადიციულ ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციას აქტიურად უწყობს ხელს. ქვეყნის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც კრიპტოაქტივებზე რეგულაციების გავრცელებას ითვალისწინებს. ეს გადაწყვეტილება იაპონიაში კრიპტო ETF-ების შექმნას გზას გაუხსნის, ციფრული აქტივებიდან მიღებულ მოგებაზე დაწესებულ გადასახადს კი 55%-იანი მაქსიმალური ნიშნულიდან ფიქსირებულ 20%-მდე ამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები