მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICC Georgia-ს კვლავ ფადი ასლი უხელმძღვანელებს

6391aa673ddbe
BM.GE
08.12.22 13:12
728
2022 წლის 7 დეკემბერს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობამ (ICC Georgia) გამართა გენერალური ასამბლეა, სადაც გაერთიანების თავმჯდომარედ ახალი ვადით ბიზნესმენი ფადი ასლი აირჩიეს. ამასთანავე, გუშინვე, აღმასრულებელი საბჭოს 9 წევრის არჩევნებიც იყო.

ბიზნესგაერთიანების საბჭოს 9 არჩეული წევრია:

ქ-ნი მარიკა აბუაშვილი - საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია;
ბ-ნ ფადი ასლი - Channel Georgia Group;
ბ-ნი ზაზა ბიბილაშვილი - BGI Legal;
ქ-ნი ირინა ქიტიაშვილი - დიპლომატ საქართველო;
ბ-ნი იციკ მოშე - ისრაელ-საქართველოს ბიზნეს პალატა;
ბ-ნ კახა შარაბიძე - ბიზნეს იურიდიული ბიურო (BLB);
ბ-ნ გიორგი სხულუხია - დეიზი;
ქ-ნი მარიამ თევზაძე - TBL Consulting;
ბ-ნი ლევან ვარდუაშვილი - GM Pharmaceuticals.

"ჩვენ მივესალმებით ახლადარჩეულ საბჭოს წევრებს და მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს საბჭოში ახალ სისხლს ვიხილავთ, ICC რჩება ყველაზე დამოუკიდებელ და პრინციპულ ბიზნეს ორგანიზაციად საქართველოში", - განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები