მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICC-ს ახალი აღმასრულებელი საბჭო ჰყავს

5fc3a03aae399
ელენე გოგბერაშვილი
29.11.20 17:23
1101
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულმა კომიტეტმა საქართველოში 2020 წლის 27 ნოემბერს გაიმართა გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელზეც არჩეულ იქნა აღმასრულებელი საბჭოს წევრნი, თავმჯდომარე და მისი ორი მოადგილე, დამტკიცდა 2020 წლის ფინანსური მონაცემები და 2021 წლის ბიუჯეტი.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ბ-მა ფადი ასლიმ დამსწრეთ გააცნო 2020 წლის განხორციელებული პროექტები და აქტივობები, ასევე ისაუბრა მიმდინარე წლის გამოწვევებსა და მიღწევებზე.

აღმასრულებელი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობდა 11 კანდიდატი. კენჭისყრის შედეგად, საბჭოს 9-წევრიანი შემადგენლობა შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

ფადი ასლი- „აგრიტექნიქს ჰოლდინგი/ჩენელ ჯორჯია ქონსალთინგი“, ზაზა ბიბილაშვილი- „ბიჯიაი ლეგალ“, ანი დაბრუნდაშვილი- „აჭარა გრუპ ჰოსპიტალიტი“, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი- ეფეს ჯორჯია-ლუდსახარში ნატახტარი, ირინა კიტიაშვილი -„ბორჯომი საქართველო“, ზურაბ მამუკელაშვილი- „პაშა ბანკი“, კახა შარაბიძე - „ბიზნეს ლეგან ბიურო“ (BLB), ილია შიხაშვილი- „მიქსორი“, მარიამ თევზაძე- „თიბიელ ბიზნეს მენეჯმენტი და ქონსალთინგი“.

ფადი ასლი არჩეულ იქნა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარედ, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - მის პირველ მოადგილედ, ხოლო კახა შარაბიძე - თავმჯდომარის მოადგილედ - ხაზინადარად.

“მივესალმებით დირექტორთა საბჭოს ახლად არჩეულ წევრებს და მოხარულნი ვართ, რომ ახალი სახეები შემოგვიერთდნენ. გავაგრძელებთ ქვეყანაში ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაჯანსაღებასა და საჭიროების შემთხვევაში ვუზრუნველყოფთ ჩვენი წევრი კომპანიების დაცვას“-განაცხადა თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 45.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები