საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საქართველოს წარმომადგენლობა ივნისში დაგეგმილ გენერალურ ასამბლეის სხდომას და აღმასრულებელი საბჭოს არჩევნებს COVID-19-ის ეპიდემიის გამო რამდენიმე თვით გადადებს.
ICC საქართველოს ხელმძღვანელის, ფადი ასლის განცხადებით, ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა და შესაბამისად, მმართველი საბჭოს არჩევნები, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, 2020 წლის ნოემბრის პირველ კვირაში ჩატარდება.