მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ICT, განათლება, უძრავი ქონება... - TOP-10 კომპანია, სადაც აშშ-დან $39.6 მლნ-ის FDI ჩაიდო

FDI

2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა, საიდანაც ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკაში 39.6 მლნ დოლარი ჩაიდო. ეს კი მთლიანი FDI-ის 22.1%-ია. ამგვარად, ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში აშშ, ჩეხეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში ქვეყანაში აშშ-დან პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება წლიურად 19.2%-ით გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკაში პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 179.4 მლნ დოლარი ჩაიდო. აქედან 150 მლნ დოლარი, ანუ 83.6% რეინვესტირებული თანხა იყო, დანარჩენი 34.6% კი ანუ 62.1 მლნ დოლარი სააქციო კაპიტალი.

BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია რომელ დარგებსა და კომპანიებში ჩაიდო აშშ-დან ინვესტიციები პირველ კვარტალში. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკული FDI-ის თითქმის 90% ამ პერიოდში ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში განხორციელდა. ეკონომიკის სექტორების რეიტინგი კი ასეთია:

  1. ICT - $34.7 მლნ;
  2. განათლება - $1.9 მლნ;
  3. უძრავი ქონების სექტორი - $1.6 მლნ;
  4. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური - $901 ათასი;
  5. ტრანსპორტი და დასაწყობება - $804 ათასი;
  6. ჯანდაცვა - $468 ათასი;
  7. მშენებლობა - $292 ათასი;
  8. საფინანსო და სადაზღვევო სექტორი - $48 ათასი;
  9. სტუმარმასპინძლობა - $43 ათასი;

რაც შეეხება კომპანიებს, სადაც ამ პერიოდში ყველაზე მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიციების ჩაიდო, მათი TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

  • World Vision International-ის ფილიალი საქართველოში;
  • საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს თბილისის ფილიალი (IREX);
  • შპს მაგთიკომი;
  • მოგებაზე არაორიენტირებული კორპორაცია ფროჯექთ ჰარმონი-ს ფილიალი საქართველოში;
  • შპს საქართველოს უნივერსიტეტი;
  • საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალი-CNFA საქართველო;
  • სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდის ფილიალი საქართველოში;
  • შპს ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი;
  • შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია;
  • შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები