აშშ-ის ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი მსოფლიო ბანკისა და IMF-ის წევრ ქვეყნებს რუსეთზე ფინანსური ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებს. BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხაზინა ამ მიმართულებით ლობიზმის გააქტიურებას გეგმავს.
„სანამ პუტინი არ დაასრულებს თავის ამაზრზენ ომს, ბაიდენის ადმინისტრაცია იმუშავებს ჩვენს პარტნიორებთან, რათა ეკონომიკური და ფინანსური ზეწოლით რუსეთი სრულ იზოლაციაში მოექცეს", - განაცხადა ჯანეტ იელენმა.
ამასთანავე, აშშ-ის ხაზინა გეგმავს მოიწვიოს პანელი გლობალური სასურსათო კრიზისის თავის არიდებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების კოორდინაციისთვის.
აშშ მსოფლიო ბანკის ჯგუფის უმსხვილესი აქციონერია და მისი წილი 17.25%-ს შეადგენს.




























