მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

II კვარტალში რეგისტრირებული 7 976 კონცენტრაციიდან 5 შემთხვევაში მხარეებმა GCCA-ის შეტყობინება არ გაუგზავნეს

კონკურენცია ახალი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 7 976 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. მათგან 7 964 წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.

როგორც სააგენტო განმარტავს, დარჩენილი 12 შემთხვევიდან 7 კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლისს ექვემდებარებოდა და შესაბამისად, ტრანზაქციაში მონაწილე პირებს შეტყობინების წარდგენის ვალდებულება არ ჰქონდათ.

რაც შეეხება 5 შემთხვევას, GCCA-ს შეფასებით, სავარაუდოდ, კონცენტრაციასთან დაკავშირებით შეტყობინების წარდგენის ვალდებულება არსებობდა, თუმცა მხარეებმა იგი არ შეასრულეს. ამ შემთხვევებზე სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო.

GCCA აღნიშნავს, რომ შეტყობინების წარდგენის ვალდებულების უგულებელყოფის და ტრანზაქციის მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე განხორციელების შემთხვევაში, შესაბამის პირებს კანონით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრებათ.

კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის თანახმად, თუ კონცენტრაციის მონაწილე პირების ერთობლივი წლიური შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე 20 მლნ ლარს აჭარბებს და ამავდროულად მინიმუმ ორ მონაწილე კომპანიას 5 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი აქვს, მათ წინასწარი წერილობითი შეტყობინების წარდგენა ევალებათ. შეტყობინების განხილვის საფასური 5 000 ლარია.

სააგენტოს ცნობით, 2025 წელს ჯამურად 10 528 კონცენტრაცია გადამოწმდა. მეორე კვარტალში 9 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა, ხოლო 2 განაცხადზე განხილვა ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები