2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.8%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9% შეადგინა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) მიხედვით, მეორე კვარტალში 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 48.1%-ით არის გაზრდილი.
უნდა აღინიშნოს, რომ RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების - 4.8%, ისე კერძო სახლების სეგმენტში - 4.6%-ით. 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 14.4%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 16.8%-ით.