საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 300.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 52.3%-ია.
მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი - 79.2 მლნ. აშშ დოლარით (13.8%), ხოლო მესამეზეა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი 55.5 მლნ. აშშ დოლარით (9.7%).
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-ით მეტია. წლის პირველ ნახევარში კი საქართველომ 768.6 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც წლიურად 34%-ით შემცირებული მაჩვენებელია.