მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია ღუდუშაური ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ილია ღუდუშაური

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე ილია ღუდუშაური 500 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - ამის შესახებ bm.ge-ს ბრალდებულის ადვოკატმა განუცხადა.

საქართველოს პროკურატურამ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარუდგინა. საქმე ეხება 70 ერთეული სასწრაფო დახმარების ავტომანქანის შესყიდვას, რის გამოც, გამოძიების ვერსიით, სახელმწიფომ მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაიხადა.

უწყებამ საპატიმრო გირაო მას შემდეგ მოითხოვა, რაც ღუდუშაურმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და ბრალი აღიარა.

პროკურატურამ ასევე მოითხოვა ბრალდებულისთვის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა და მისი პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ილია ღუდუშაური მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დანიშნა მოადგილედ 2022 წლის 3 იანვარს.

მინისტრის მოადგილეობამდე რამდენიმე წლით ადრე, 2017-18 წლებში, ილია ღუდუშაური იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის 27 ივლისს ილია ღუდუშაურის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე და ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, მათ ბრალად თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვა ედებათ. სასამართლომ ვლადიმერ ღაუდუშაურ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები