მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია თოფურიას შესახებ გადაღებული ფილმი ესპანეთში ყველაზე წარმატებული ნამუშევარი გახდა

ილია თოფურია მატადორი

2024 წლის 17 თებერვალს ილია თოფურია გახდა პირველი ქართველი, რომელმაც MMA-ის ყველაზე ცნობად ორგანიზაცია UFC-ში ქამრის მოპოვება შეძლო. წლის ბოლოს კი მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმიც გამოვიდა, რომელიც ესპანეთში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

ესპანურ ტელევიზია Movistar Plus-ის მიერ შექმნილმა ნამუშევარმა, რომელიც ილიას საჩემპიონო გზაზე გვიყვება, ადგილობრივ კინოთეატრებში უკვე 70 ათასზე მეტი ნახვა მოაგროვა და შემოსავალმა ნახევარ მილიონ ევროს გადააჭარბა. ინფორმაციას გავლენიანი კინო საიტი Boxofficemojo ავრცელებს.

ფილმის ხანგრძლივობა 95 წუთს შეადგენს და რეჟისორობა ჯიამპაოლო მანფრედამ გაუწია.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია 26 ოქტომბერს საკუთარ საჩემპიონო ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ აბუ-დაბიში დაიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები