ილონ მასკის ტექნოლოგიური სტარტაპის, xAI-ის შეფასება ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და მან 200 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ბოლოს გამართული საინვესტიციო რაუნდის შედეგად, სტარტაპმა დამატებით $10 მილიარდის კაპიტალის მოზიდვა შეძლო, რომელიც Grok-ის განვითარებას მოხმარდება.
xAI-ის ახალ ინვესტორებს შორის Qatar Investment Authority-ს, Valor Capital-სა და არაბულ Kingdom Holding-ს ვხედავთ.
შედარებისთვის, xAI-ის მთავარი კონკურენტის, OpenAI-ის შეფასება $500 მილიარდს აღწევს, ხოლო Anthropic-ის კაპიტალიზაცია ამჟამად $183 მილიარდია. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე სწრაფი ზრდის დინამიკა სწორედ AI-კომპანიებს აქვთ, რომლებიც ყოველთვიურად დაახლოებით $1 მილიარდის ზარალზე გადიან, თუმცა მომხმარებელთა ბაზას რეკორდული ტემპით აფართოებენ.




























