მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი ტრამპის მხარდასაჭერად $45 მილიონის გაცემას უარყოფს

მასკი და ტრამპი

მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე და Tesla-ს ხელმძღვანელი მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად 45 მილიონი დოლარის მოცულობის დონაციის გაღებას უარყოფს. როგორც ილონ მასკი აცხადებს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ტრამპის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მასკის თქმით, აშშ-ში ნამდვილად საჭიროა მთავრობის ცვლილება, თუმცა ის იმასაც აღნიშნავს, რომ ორივე კანდიდატს აქვს გარკვეული უპირატესობები და უარყოფითი მხარეები, ამიტომ ამომრჩევლებმა წელს გადაწყვეტილება განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მიიღონ.

რაც შეეხება თავად ტრამპს, ის აღნიშნავს, რომ ილონ მასკი შესანიშნავი ადამიანია და მასთან ბევრი საერთო აქვს, თუმცა დაფინანსების საკითხზე ინფორმაციას საჯაროდ არც ტრამპი არ ადასტურებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მდიდარი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომლის ქონების შეფასება $8 მილიარდს აღწევს, ილონ მასკის აქტივების ღირებულება კი $241 მილიარდს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები