მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილონ მასკი ტრამპს ტყუილში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპი
BM. GE
25.07.25 19:35
453

ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირება გრძელდება. აშშ-ის პრეზიდენტის კაბინეტიდან ხმაურით წასულმა მილიარდერმა ყოფილი მოკავშირე სიცრუეში დაადანაშაულა. საქმე ეხება ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მასკის კომპანიები სახელმწიფოსგან სუბსიდიებს ისევ იღებენ.

როგორც მილიარდერმა აღნიშნა, მისი დაფუძნებული თუ მფლობელობაში არსებული კომპანიები სამთავრობო სუბსიდიებზე დამოკიდებული დიდი ხანია აღარ არიან. მასკის თქმით, მან ამ კუთხით ბოლო წლებში არაერთი ნაბიჯი გადადგა და სახელმწიფო დახმარებას დღეს აღარცერთი კომპანიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აღარ აქვს.

ცნობისთვის, მასკისა და ტრამპის მოკავშირეობა მაისის თვის მიწურულს, მას შემდეგ დასრულდა, რაც მილიარდერმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი დატოვა. მას შემდეგ ორ გავლენიან ფიგურას შორის ურთიერთობა სერიოზულად დაიძაბა და იმ ნიშნულამდეც კი მივიდა, როცა ტრამპი მასკს ქვეყნიდან გაძევებით დაემუქრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები