მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკის AI სტარტაპი ხელოვნური ინტელექტის პირველ მოდელს დღეს წარადგენს

xai

ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი - xAI პირველ მოდელს შეზღუდული ჯგუფისათვის დღეს წარადგენს, - ამის შესახებ მილიარდერმა ბიზნესმენმა თავად განაცხადა.

მასკმა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში შესვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც OpenAI-ის ChatGPT-იმ გლობალური მასშტაბის წარმატებას მიაღწია და მილიონობით მომხმარებელი დააგროვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მასკი OpenAI-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია, თუმცა ბიზნესმენმა კომპანიის საბჭო 2018 წელს დატოვა.

ტექნოლოგიური სტარტაპის CEO-მ თავისივე სოციალური ქსელის, X-ის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ xAI-ის ახალი მოდელი ბაზარზე საუკეთესო იქნება და თავდაპირველად მხოლოდ X-ის (იგივე Twitter) პრემიუმ გამომწერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ილონ მაკსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე ღიად საუბრობს. მისი მიზანიც ისეთი მოდელის შექმნა იყო, რომელიც მაქსიმალურად სიმართლის გენერაციაზე იქნებოდა ორიენტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები