მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკის ანტისემიტური პოსტის გამო X-ი სოლიდურ თანხას კარგავს - NYT

twitter

X-ი, რომელიც Twitter-ის სახელით იყო ცნობილი, მისი მფლობელის, ილონ მასკის ანტისემიტური პოსტის გამო, სავარაუდოდ, სარეკლამო შემოსავლიდან $75 მილიონს დაკარგავს. ამის შესახებ New York Times-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, მათ განიხილეს შიდა დოკუმენტებში, რომლებშიც ჩამოთვლილია 200-მდე კომპანია, როგორებიცაა Amazon, Coca-Cola და ა.შ. თითოეულმა მათგანმა უკვე შეწყვიტა X-ის პლატფორმაზე რეკლამის განთავსება, ან ამას მომავალში აპირებს.

Times-ის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტები X-ის გაყიდვების დეპარტამენტიდანაა და მათში სარეკლამო სივრცეზე მოთხოვნის შემცირების სავარაუდო გავლენაა აღწერილი.

ილონ მასკმა კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც გასულ კვირას თავისსავე პლატფორმაზე დაეთანხმა პოსტს, რომელიც ამტკიცებდა, რომ გარკვეული ებრაული ჯგუფები თეთრკანიანი ადამიანების წინააღმდეგ სიძულვილის ნარატივის გაღვივებას ცდილობენ.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიცაა Disney, Apple და IBM, უკვე განაცხადეს, რომ X-ზე რეკლამებს აღარ განათავსებდნენ. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც 2022 წელს ილონ მასკმა Twitter-ი შეიძინა და X-ად აქცია, პლატფორმის შემოსავალი საგრძნობლად დაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები