მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილონ მასკის Starlink-ი სომხეთში ამოქმედდა

starlink

სომხეთში ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის ქსელი, Starlink-ი ამოქმედდა. სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის, მხითარ ჰაირაპეტიანის განცხადებით, სწრაფი და საიმედო ინტერნეტით სარგებლობა უკვე ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის ყველაზე მიუდგომელი რეგიონებიდანაცაა შესაძლებელი. როგორც ის ამბობს, ეს შედეგი Starlink-თან თანამშრომლობის შედეგად დადგა.

„ეს არის პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ინოვაციის ერთობლივ ხედვასა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გაზრდას ყველასთვის,“ – წერს მხითარ ჰაირაპეტიანი.

ქვეყანაში Starlink-ის შემოსვლას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ დაპირება შეასრულა. „Starlink-ის აბონენტებს შეუძლიათ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბუნებაში, მთებში, ტყეებსა და მინდვრებში დარჩნენ დაკავშირებულნი სამყაროსთან და ბუნებასთან,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

X-ზე აქტიურად წერს თავად ილონ მასკი, რომელიც სომხეთში სატელიტური ინტერნეტის გაშვებას გამოეხმაურა. „Starlink-ი ახლა უკვე სომხეთშიცაა! ჩვენი მიზანია, პლანეტის ნებისმიერი წერტილი დავაკავშიროთ სწრაფ ინტერნეტთან. მომავალი ციფრულია“ – წერს მასკი, რომლის თქმით, Starlink-ის მისია არა მხოლოდ ურბანული, არამედ ყველაზე მიყრუებული ადგილების ციფრულ სამყაროში ინტეგრაციაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები