მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილონ მასკს ჩინეთის კოსმოსური სადგურისთვის საფრთხის შექმნისთვის გაერო-ში უჩივიან

61caf32790ac5
თათია კაკიაშვილი
28.12.21 15:45
610
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი გაერო-ში ჩინეთის კოსმოსური სადგურის საჩივრის შემდეგ გააკრიტიკეს. კერძოდ, ჩინეთმა იჩივლა, რომ კოსმოსური სადგური იძულებული გახდა, თავიდან აეცილებინა შეჯახება თანამგზავრებთან, რომლებიც მასკის ინტერნეტ სერვისების პროექტით იყო გაშვებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოფიციალურ პეკინში აცხადებენ, რომ ქვეყნის კოსმოსურ სადგურს წელს ორი „საკმაოდ ახლო შეხვედრა“ ჰქონდა Starlink-ის თანამგზავრებთან, თუმცა საგულისხმოა, რომ ჯერჯერობით აღნიშნული საჩივრის საფუძველზე დამოუკიდებელი ძიება დაწყებული არ არის და არც შესაბამისი ფაქტებია გადამოწმებული.

ჩინეთის მიერ გაერო-ს კოსმოსურ საქმეთა ოფისში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ინციდენტები 1 ივლისსა და 21 ოქტომბერს დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ Starlink-ი არის სატელიტური ინტერნეტქსელი, რომელსაც ილონ მასკის SpaceX-ი მართავს. ამ დროისთვის SpaceX-ს, ჯერჯერობით, თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები