იმედა ნიკურაძე პარლამენტის დეპუტატი გახდა. საპარლამენტო უმრავლესობამ ნიკურაძის კანდიდატურას 89 ხმით 0-ის წინააღმდეგ, დაუჭირა მხარი.
იმედა ნიკურაძე მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლეა. თავისთავად სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.
იმედა ნიკურაძე ბიძინა ივანიშვილის "ელიტ ბურჯის" ადვოკატი იყო, რომელიც 2012 წელს აგვისტოში დააკავეს. ოფიციალურ მიზეზად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დასახელდა, რასაც მაშინ დაცვის მხარე უარყოფდა. მაშინ პოლიცია, კომპანიის შენობაში აუქციონზე გაყიდული ”ბურჯის” კუთვნილი კომპანიების ქონების ასაღწერად მივიდა, რომ ობიექტების დაეცალა და ახალი მფლობელისათვის გადასაცემად მოემზადებინა. ამ დრომდე კი ის განვითარების ფონდში მუშაობდა.
მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტში "ელიტა ბურჯის" ყოფილი ადვოკატი, იმედა ნიკურაძე ჩაანაცვლებს