მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იმედია, პარლამენტში  ამერიკული „ფარას“ კანონი დაიხვეწება... ეს არის საკმაოდ უხეში კანონი - კობახიძე

ოცნება

ჩემი დამოკიდებულება იცით ამერიკული „ფარას“ კანონის მიმართ, ეს არის საკმაოდ უხეში კანონი, მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში დაიხვეწება ამერიკული „ფარას“ კანონი და მოვა შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველად ვარიანტად „ფარას“ ზუსტი ანალოგის ინიცირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას.

„ეს იქნება სწორი მიდგომა. პირველად ვარიანტად „ფარას“ ინიცირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს არის, ბუნებრივია, პარლამენტის საქმე,“- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, "ოცნების" პარლამენტში "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" მიმდინარე კვირის დასაწყისში დარეგისტრირდა, რომელზედაც პარტია ამბობს, რომ ამერიკული FARA-ს პირდაპირი თარგმანია.

რატომ თარგმნა "ოცნებამ" FARA სიტყვასიტყვით კონტექსტის მიუხედავად? - იურისტის მოსაზრება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები