მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმერეთში ფრინველთა ორ არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

სეს

სეს-ის ინფორმაციით, იმერეთში ფრინველთა ორ არალეგალურ სასაკლაოს, გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

კერძოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზესტაფონსა და საჩხერეში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად გამოავლინეს, რომ ინდმეწარმეები თ. გ. (მის: სოფ. ცხრაწყარო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) და ი. ზ. (მის: სოფ. ჭალა, საჩხერის მუნიციპალიტეტი) სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდნენ ფრინველს.

"ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები; ი. ზ.-ს არალეგალურ სასაკლაოზე დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 100 კილოგრამზე მეტი ფრინველის ხორცი. ინდმეწარმეები დაჯარიმდნენ და, შეუსაბამობების გამოსწორებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს. შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მყისიერად მიეწოდება", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები