საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2025 წელს საქართველოსთვის 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ეს პროგნოზი გასული წლის ოქტომბერში გაკეთებული პროგნოზის ანალოგიურია და ის რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ამის შესახებ IMF-ის მიერ ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რეგიონის ქვეყნებში შემდეგი ზრდებია 2025 წელს მოსალოდნელი:
- საქართველო - 6%, პროგნოზი უცვლელია;
- სომხეთი - 4.5%, პროგნოზი 0.4 პ.პ-ით არის შემცირებული;
- აზერბაიჯანი - 3.5%, პროგნოზი 1 პ.პ-ით არის გაზრდილი;
- ყაზახეთი - 4.9%, პროგნოზი 0.3 პ.პ-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ფაქტობრივ მაჩვენებლებს, 2025 წლის პირველ 3 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა.




























