მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ი ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად მზარდ ქვეყანას ასახელებს

5dc12d679a2cd
მიხეილ ხაჩიძე
05.11.19 20:32
1824

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მიიჩნევს, რომ სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი პატარა ქვეყანა - გაიანა, სავარაუდოდ, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის რეკორდულ შედეგებს მიაღწევს.



როგორც ამერიკული ბიზნეს-პორტალი Bloomberg-ი საერთაშორისო სავალუტო ფონდზე დაყრდნობით იტყობინება, 2020 წელს, გაიანას ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა, 86% შეადგინოს და მსოფლიოს გიგანტურ, ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპს 14-ჯერ გადააჭარბოს.



საერთაშორისო სავალუტო ფონდში ვარაუდობენ, რომ გაიანას ეკონომიკურ ზრდას 2015 წელს ქვეყანაში აღმოჩენილი ნავთობის საბადოები უზრუნველყოფს.

 

წინასწარი გათვლებით, 2024 წლისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 15 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც თითქმის 4,4 ჯერ მეტია 2018 წლის მონაცემებზე.

 



გაიანა, დაახლოებით 780,000 მცხოვრებლით სამხრეთ ამერიკის ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილში  კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ქვეყანა  ბრაზილიას, სურინამსა და ვენესუელას ესაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები